აღწერა
ქისი ქვევრი დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში მოყვანილი ქისის ყურძნისგან. ღვინო დადუღებულია და დავარგებულია ქვევრში 6 თვის განმავლობაში სრულ ჭაჭაზე. ახასიათებს ქარვისფერი შეფერილობა, ჯიშობრივი არომატები, როგორიცაა ატმისა და გარგარის ჩირი, ბუშმალა და მინდვრის ყვავილები. აქვს სრული და კარგად დაბალანსებული სხეული, ხავერდოვანი ტანინებით. რეკომენდებულია მიირთვათ ფრინველის ხორცთან, გრილზე დაბრაწულ ბოსტნეულთან ან დავარგებულ ყველთან ერთად. სერვირების სასურველი ტემპერატურაა +12°-14°C.