აღწერა
ცოლიკაური ქვევრი დამზადებულია ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშში მოყვანილი ცოლიკაურის ყურძნისგან. ღვინო დადუღდა ქვევრში იმერიული მეთოდით ხანმოკლე მაცერაციით არასრულ ჭაჭაზე. ღვინო არის ღია ქარვისფერი, ოქროსფერი ელფერით. ახასიათებს ნესვის, მსხლის, მოხალული თხილისა და კარამელის არომატები, გემოზე დაბალანსებიულია, სასიამოვნო მჟავიანობით. რეკომენდებულია მიირთვათ: ფხალეულთან, ყველთან, თევზეულთან და წიწილასთან ერთად. მოხმარების სასურველი ტემპერატურაა: +12°-14°C.