აღწერა
რქაწითელი ქვევრი დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში მოყვანილი რქაწითელის ყურძნისგან. ღვინო დადუღებულია და დავარგებულია ქვევრში 6 თვის განმავლობაში სრულ ჭაჭაზე. ახასიათებს ქარვისფერი შეფერილობა, ჯიშობრივი არომატები, როგორიცაა ხილის ჩირის, კაკლის მურაბის, და ჰერბალური ტონები. სრული და ამავდროულად ხავერდოვანი სხეული, ხანგრძლივი დაბოლოებით. რეკომენდებულია მიირთვათ ხორციან კერძებთნ, ფრინველთან ან დავარგებულ ყველთან ერთად. სერვირების სასურველი ტემპერატურაა +12°-14°C.