აღწერა
მწვანე ქვევრი დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში მოყვანილი კახური მწვანეს ნარჩევი ყურძნისგან. ღვინო დადუღებული და დავარგებულია ქვევრში 6 თვის განმავლობაში, შემდეგ კი მუხის კასრებში 4 თვით. ახასიათებს ქარვისფერი შეფერილობა, სახასიათო კასრში დავარგების არომატები: კარამელი, სანელებლები, წიწვოვანი მცენარეები და მოხალული თხილი. დაბალანსებული სხეული ხავერდოვანი ტანინებითა და მწიფე ხილის ტონებით. რეკომენდებულია მიირთვათ: ფრინველთან, ხორციან და სანელებლებიან კერძებთან. სერვირების სასურველი ტემპერატურაა +12°-14°C.