აღწერა
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში მოწეული კახური მწვანეს ნარჩევი ყურძნისგან, კლასიკური ტექნოლოგიით. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, ვაშლის, მსხლისა და ტროპიკული ხილის არომატებით, ჰარმონიული და დაბალანსებული გემოვნური თვისებებით. რეკომენდებულია მიირთვათ სალათებთან, ცივ კერძებთან და აპეტაიზერებთან. სერვირების სასურველი ტემპერატურაა: +8°- 10°C.