აღწერა
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან კლასიკური მეთოდით. ფერმენტაციის შემდეგ დავარგებული 9 თვის განმავლობაში მუხის კასრებში. ღვინო ხასიათდება ალუბლისფერი შეფერილობით და კომპლექსური არომატებით, როგორიცაა შავი მოცხარი, ძირტკბილა, ქლიავის ჩირი, სანელებლები, თამბაქო და ყავა. აქვს სრული სხეული დაბალანსებული მჟავიანობითა, დაბალანსებული ტანინებით. გემოზე ასევე გამოხატულია შავი კენკრისა და მწიფე ქლიავის ტონები. რეკომენდებულია მიირთვათ მწვადთან, სტეიკთან, ცხვრის ხორცთან ან გრილზე შემწვარი ბოსტნეულთან ერთად. სერვირების სასურველი ტემპერატურაა: +14°-16°C.