აღწერა
მწვანე ქვევრი დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში მოყვანილი კახური მწვანეს ნარჩევი ყურძნისგან. ღვინო დადუღებული და დავარგებულია ქვევრში 6 თვის განმავლობაში. ახასიათებს ინტენსიური ქარვისფერი შეფერილობა, ნარინჯისფერი ელფერით. აქვს ჯიშობრივი და დაძველების არომატები: ხილის ჩირი, ფორთოხლის ჯემი, ციტრუსის ყვავილები, კარამელი, სანელებლები. სრული და ხავერდოვანი სხეული, გამოხატული ციტრუსოვანი ჯემის ტონები. რეკომენდებულია მიირთვათ: დავარგებულ ყველთან, ფრინველთან (საცივი), ჩურჩხელასთან და ჩირეულთან ერთად. მოხმარების სასურველი ტემპერატურაა: +12°-14°C.