

ქორწილი
აღნიშნე სიყვარულის განსაკუთრებული დღე ზღაპრულ გარემოში! გიუაანის ღია და დახურული სივრცეები იძლევა საშუალებას, მოვერგოთ ინდივიდუალურ სურვილებს, ხედვებს და გემოვნებას. გაიზიარე მნიშვნელოვანი დღე საყვარელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ბუნების სილამაზით გარშემორტყმულ სივრცეში, რომელიც ღვინის წარმოების ტრადიციული და ისტორიული დეტალებით არის შთაგონებული.ყვავილებით გაფორმებული ხელისმოწერის კუთხე, ისტორიული ქვევრები, ვენახი, ღია აუზი ერთიანობაში ქმნის დაუვიწყარ დღეს, რასაც კიდევ უფრო მრავალფეროვნად შეავსებს შეფის საფირმო მენიუ და გიუაანის განსაკუთრებული ღვინოები.
ღონისძიება
მეღვინეობა გიუაანი გთავაზობთ არაჩვეულებრივ ღია და დახურულ სივრცეებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის! რასაც არ უნდა გეგმავდე, კორპორატიულ შეხვედრას, პრეზენტაციას, ვორქშოპს ან დაბადების დღეს, ჩვენ ვიზრუნებთ იდეალური გარემოს შესაქმნელად. მნიშვნელოვან დღეს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის სხვადასხვა აქტივობები, ქართული კულინარიის მასტერკლასების და ღვინის ტურის სახით, რასაც დაამშვენებს შეფის საფირმო მენიუს მრავალფეროვნება, გიუაანის ღვინოებთან კომბინაციაში.

