ჩვენი ისტორია

1894 წლიდან

ღვინის კომპანია გიუაანი გიუაშვილების ოჯახის საგვარეულო წარმოებაა კახეთის რეგიონის სოფელ მანავში.

1800

დაიწყო ღვინის წარმოება

ოჯახმა ღვინის დაყენება იმდენად ადრე დაიწყო, რომ ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია.

2010

დაარსდა კომპანია

იმ ადგილს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი საწარმო მდებარეობს გიუაშვილების უბანი ეწოდება, ადგილობრივები მას კუთხურად „გიუაანთ“ უბანს ეძახიან. აქედან მოდის კომპანიის დასახელებაც „გიუაანი“.

2018

სტუმარმასპინძლობა

გაიხსნა სადეგუსტაციო სივრცე და კახური რესტორანი, მთლიანად კეთილმოეწყო ეზო, მოეწყო დასავენებელი სივრცეები. გიუაანის სტუმრებს შეუძლიათ სრულად დაათვალიერონ გიუაანის საწარმო.

a
1894

საოჯახო ღვინო

1894 წელს გიუაშვილების ოჯახში დაბადებული ბიჭის სახელზე დამატებით 5 უზარმაზარი ქვევრი ჩაყარეს და ღვინის წარმოებას ორგანიზებული და საწარმოო სახე მიეცა.

2014

პირველი რთველი

ღვინის კომანია „გიუაანმა“ მიიღო პირველი მოსავალი. ოჯახში არსებული ღვინის დაყენების ტრადიციების და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით დააყენა ქართული ღვინო.

2021

სასტუმრო

გიუაშვილების საგვარეულო მამულში აშენდა ბუტიკური ტიპის სასტუმრო.

1800s

დაიწყო ღვინის წარმოება

ოჯახმა ღვინის დაყენება იმდენად ადრე დაიწყო, რომ ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია.

1894

საოჯახო ღვინო

1894 წელს გიუაშვილების ოჯახში დაბადებული ბიჭის სახელზე დამატებით 5 უზარმაზარი ქვევრი ჩაყარეს და ღვინის წარმოებას ორგანიზებული და საწარმოო სახე მიეცა.

2010

დაარსდა კომპანია

იმ ადგილს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი საწარმო მდებარეობს გიუაშვილების უბანი ეწოდება, ადგილობრივები მას კუთხურად „გიუაანთ“ უბანს ეძახიან. აქედან მოდის კომპანიის დასახელებაც „გიუაანი“.

a
2014

პირველი რთველი

ღვინის კომანია „გიუაანმა“ მიიღო პირველი მოსავალი. ოჯახში არსებული ღვინის დაყენების ტრადიციების და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით დააყენა ქართული ღვინო.

2018

სტუმარმასპინძლობა

მანავში საწარმოში და მიმდებარედ გაიხსნა სადეგუსტაციო სივრცე და კახური რესტორანი, მთლიანად კეთილმოეწყო ეზო, მოეწყო დასავენებელი სივრცეები. გიუაანის სტუმრებს შეუძლიათ სრულად დაათვალიერონ გიუაანის საწარმო.

2021

სასტუმრო

Გიუაშვილების საგვარეულო მამულში აშენდა ბუტიკური ტიპის სასტუმრო.

ჩვენი ლოკაცია - მანავი

მეღვინეობა გიუაანი მდებარეობს კახეთის რეგიონის ისტორიულ სოფელ მანავში, რომელიც მცირე კავკასიონის სამხრეთით მდებარეობს და იდეალურ ზონას წარმოადგენს დაცული ადგილწარმოშბის დასახელების ღვინის, მანავის, საწარმოებლად. მანავი ერთ-ერთი მიკროზონაა საქართველოში არსებული 29 მიკროზონიდან. აქ არსებული ნიადაგი და მიკროკლიმატი უნიკალურ პირობებს ქმნის ვაზის კულტივაციისთვის, განსაკუთრებით კი კახური მწვანეს ჯიშისთვის.

მოგეხსენებათ, საქართველო გამოირჩევა 8000 წლიანი უწყვეტი ღვინის ისტორიითა და კულტურით, 500-ზე მეტი ენდემური ჯიშით, ნიადაგებისა და მიკროკლიმატების მრავალფეროვნებით. ჩვენი მიზანია, დავაბალანსოთ მეღვინეობის ტრადიციული და თანამედროვე ასპექტები, შევქმნათ უმაღლესი ხარისხისა და გამორჩეული ხასიათის ავთენტური ღვინოები.

ჩვენ შესახებ

გიუაანი საოჯახო მეღვინეობაა, რომლის ისტორიაც 1894 წელს იღებს სათავეს, როდესაც ოჯახის წინაპრებმა ქვევრები ჩარგეს და ღვინის ორგანიზებული წარმოება დაიწყეს მცირე მასშტაბით. მეღვინეობის სახელი ,,გიუაანი” ოჯახის გვარიდან, გიუაშვილიდან, წარმოიშვა.

2014 წელს ოჯახმა თანამედროვე საწარმო ააშენა და მას შემდეგ გიუაანი პრემიუმ ხარისხის ღვინოს აწარმოებს უფრო დიდი მასშტაბით. დღეს ღვინის საწარმოს 400,000 ბოთლიანი წარმადობა აქვს და გიუაანის ღვინოები იყიდება როგორც ადგილობრვად ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

2022 წლიდან მეღვინეობა გიუაანს ხელმძღვანელობს ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, მარია გიუაშვილი.

მარია გიუაშვილი

ხელმძღვანელი

გიორგი ჯმუხაძე

მეღვინე