fbpx

სიახლე

Homeსიახლე

03.06.2016 – 05.06.2016 გრან-პრი – გიუაანი ოჯალეში; ორი ოქროს მედალი – ქვევრის რქაწითელი და ოჯალეში; სამი ბრინჯაოს მედალი – გიუაანი ქვევრის მწვანე, კასრის მწვანე და მანავი. ასეთი შედეგით დასრულდა გიუაანის ღვინოების მონაწილეობა 3-5 ივნისს გამართულ WinExpo Georgia 2016-ის გამოფენასა და კონკურსზე.

30.06.2016 – 01.06.2016 „შავი ზღვის მეღვინეობის მესამე ფორუმის“ ფარგლებში გამართულ რეიტინგ-კონკურსზე: „შავი ზღვის ღვინოები 2016“ გიუაანის ქვევრის მწვანემ “კასრში დავარგებული საუკეთესო თეთრი ღვინის” წოდება მოიპოვა. კონკურსზე დაწესებული 5 ჯილდოდან ერთი გიუაანის ღვინოს ერგო. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი სახეობის ღვინო და 70-მდე კომპანია, მათ შორის 6 ქართული საწარმო.

“ბერლინის ღვინის კონკურსზე” გიუაანის ორმა ღვინომ: მანავი (2015) და საფერავი-კაბერნე (2015) ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ერთი წლის განმავლობაში გიუაანისთვის რიგით მეცხრე ჯილდოა. “ბერლინის ღვინის კონკურსი” – “Berliner Wein Trophy” – “მეღვინეობისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზააციის” (OIV) და “ენოლოგთა საერთაშორისო კავშირის” (UIOE) პატრონაჟით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა

გიუაანმა მონაწილეობა მიიღო მთაწმინდის პარკში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალ 2016-ში. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 2015 წლის ღვინოები: მანავი, რქაწითელი, საფერავი, კაბერნე სოვინიონი, როზე კაბერნე თავკვერი და Giuaani თეთრი ნახევრადმშრალი. ფესტივალი “საქართველის ღვინის კლუბის” ორგანიზებით გაიმართა.

5-6 ივნისს გიუაანმა მონაწილეობა მიიღო ექსპო ჯორჯიაში გამართულ ღვინის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსში. კონკურსზე კომპანიის წარმოებულმა კასრის საფერავმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.