ბოლო ჩანაწერები

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

     ისტორიულ სოფელ მანავის შუაგულში, ძირძველ ღვინის წარმოების ადგილას, სადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ღვინოს აწარმოებდნენ, ძველი ტრადიციის გათვალისრინებითა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, აშენდა გიუაანის ღვინის მარანი.

     გიუაანის ღვინის ისტორია 1894 წლიდან იწყება. თავად კომპანია გიუაანი კი 2014 წელს დაარსდა. კომპანიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნის, წარმოების სხვა ეტაპზე გადაყვანა იყო. მან აღნიშნული მიზანი წარმატებით განახორციელა – მოახდინა ძველი ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების საბოლოო პროდუქტში გაერთიანება. გიუაანის მარანი აღიჭურვა ტრადიციული ქვევრებით, მუხის კასრებით და ულტრათანამედროვე დანადგარებით.

     გიუაანი ახდენს სოფელ მანავში მოყვანილი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის გადარჩევას, შემდეგ კი მის დაყენებას, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდების გამოყენებით; ასე მიიღება გიუაანის ღვინოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს. მასში დამგემოვნებელი ადვილად ამოიცნობს, როგორც ქართული ტრადიციული ღვინის გემოს, ისე თანამედროვე, კლასიკური ტიპის ღვინოების გემოსა და არომატს.

     კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე და მისი წარმადობაც შეზღუდულია, მას ამ ეტაპზე შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს წელიწადში 400 000 ბოთლი მაღალხარისხიანი პროდუქცია. ღვინის ხარისხზე ზრუნავენ კომპანიის მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. (ტექნოლოგები საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან).

     გიუაანის მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენს საკუთარი პროდუქციის იმგვარად სრულყოფა, რომ იგი ყველა მომხმარებლისთვის საყვარელი, მშობლიური და შეუცვლელი გახდეს.

1894

     1894 წელს გიუაშვილების ოჯახში დაბადებული ბიჭის სახელზე დამატებით 5 ქვევრი ჩაყარეს და ღვინო დააყენეს. ამავე წელს ჩაეყარა საფუძველი გიუაშვილების ოჯახის იმ შტოს, რომლის შთამომავლებმაც გადაწყვიტეს საკუთარი ოჯახის საუკუნოვან ტრადიციაზე დაეფუძნებინათ თანამედროვე ტიპის საწარმო, რომლის საბოლოო პროდუქტშიც გააერთიანეს ოჯახში არსებული ღვინის დაყენების ძველი ტრადიციული მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები.

2010

     დაარსდა ღვინის კომპანია „გიუაანი“. იმ ადგილს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი საწარმო მდებარეობს გიუაშვილების უბანი ეწოდება, ადგილობრივები მას კუთხურად „გიუაანთ“ უბანს ეძახიან. აქედან მოდის კომპანიის დასახელებაც „გიუაანი“.

a
2014

     ღვინის კომანია „გიუაანმა“ მიიღო პირველი მოსავალი. ოჯახში არსებული ღვინის დაყენების ტრადიციების და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით დააყენა ქართული ღვინო.

a
2017

     თბილისში, აღმაშენებლის 39 ნომერში (ახალი ტიფლისი) გაიხსნა „გიუაანის ღვინის ოთახი“ Giuaani Wine Room – ღვინის ბარი და მაღაზია ერთ სივრცეში. სადაც მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს და შეიძინოს გიუაანის წარმოების ნებისმიერი სახეობის ღვინო და მიირთვას გემრიელ კერძებთან ერთად.